|
2025-11-13 10:47:32, 1138 ნახვა
ეკონომიკა
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
„თეგეტა მოტორსი“ საავტომობილო სექტორში პირველი კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოში სასწავლო საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დუალური პროგრამები (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) განახორციელოს და ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები მიაწოდოს. სწავლების პროცესი „თეგეტა აკადემიასთან“თანამშრომლობით წარიმართება. პირველ ეტაპზე პროგრამა მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებას მოიცავს.
ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიას“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება სახელმწიფო დონეზე აღიარებს „თეგეტა მოტორსის“ მზაობას, რომ კვლავ ჩაერთოს დუალური პროგრამების განხორციელებაში და კვალიფიციური კადრების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კურსდამთავრებულების დასაქმებას, მეორე მხრივ კი, კადრების დეფიციტის შემცირებასა და ინდუსტრიის განვითარებას. ჩვენი დუალური პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც, 15 სტუდენტი 8 თვის განმავლობაში „თეგეტა აკადემიაში“თეორიულ სწავლებას გადის. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კი ისინი „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ერთვებიან, სადაც პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და გამოცდილებას რეალურ ავტომობილებზე მუშაობით იღებენ. ეს ყველაფერი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სიღრმისეულად დაეუფლონ პროფესიას, შეიძინონ ის ცოდნა და კომპეტენციები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებასა და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ. სწავლებაში ჩართული ინსტრუქტორები კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც მომზადების სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი“. დუალური პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულიად უფასოა - თეორიული მოდულები სახელმწიფოსმიერ ფინანსდება, პრაქტიკულ ნაწილს კი „თეგეტა მოტორსი“ უზრუნველყოფს“. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების დროს სტუდენტები სიმბოლურ ანაზღაურებასაც იღებენ.
„თეგეტა აკადემია“ 2019 წლიდან ახორციელებს ავტორიზებულ პროგრამას „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ დუალური ფორმით. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა და 2026 წლიდან ამ სტატუსის ფლობა სავალდებულო გახდა ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც დუალურ პროგრამებს ახორციელებენ, რათა კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გაიცეს. სტატუსის მოპოვების პროცესი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მკაცრ შეფასებას მოიცავდა: ადამიანური რესურსის არსებობა, მატერიალური ბაზის შესაბამისობა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მზაობა. „თეგეტა მოტორსმა“ ყველა ეს კრიტერიუმი წარმატებით დააკმაყოფილა. დუალური სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის უფასო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მიწოდებას, რაც სერვისის ხარისხის ამაღლებასა და საქართველოში საავტომობილო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალია სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებლებიც - გასულ წლებში კურსდამთავრებულთა უმეტესობა სწორედ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში დასაქმდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)