|
2025-11-12 20:11:37, 3564 ნახვა
სამართალი ოცნებისეულად - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს
ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. მანამდე მათ 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ. პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წამოსთქვეს, შესვენების შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. დაცვის მხარის განმარტებით, გარდა პოლიციელებისა, არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ბრალდებულებმა პოლციელებზე იძალადეს, მათ არც შეურაცხმყოფელი სიტყვები გაუგონიათ. პ.გ–ს სსკ-ს 353¹ მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-დან 11-წალამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მოსამართლემ სსკ-ს 120-ე მუხლის პირველი ნაწილით [ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] გადააკვალიფიცრა და 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. რადგან პ.გ. ოთხი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, მას მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა მოუწევს. ბ.ხ-ს ბრალი სსკ-ს 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალი გადაკვალიფიცირდა სსკ-ს 126-ე მუხლად [ძალადობა] და დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაშიც რადგან ბ.ხ–ც პატიმრობაში იმყოფებოდა, თანხის გადახდა 4 000 ლარამდე შეუმცირდა. შეგახსენებთ:2025 წლის 12 იანვარს, საქართველოს საპროტესტო აქციების დროს, მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ სილა გააწნა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ამაღლობელს 7 თვის მანძილზე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 2025 წლის 2 აგვისტოს, დასკვნით პროცესზე, ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)