|
2025-10-24 15:18:54, 1034 ნახვა
ეკონომიკა
ალტერნატიული ქუთაისი - კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
23 ოქტომბერს, ქუთაისში, „რეფლექტორმა“ პროექტის - „ალტერნატიული ქუთაისი“ - კატალოგის პრეზენტაციას უმასპინძლა. კატალოგის გამოცემა და მისი წარდგენა თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი “ალტერნატიული ქუთაისი” იკვლევს პოსტსაბჭოთა პერიოდის ქუთაისში აღმოცენებული ანდერგრაუნდული ხელოვნების სცენის ისტორიის, როგორც ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციასა და პოსტ-ინდუსტრიული ხელოვნების კულტურული მარშრუტის წარდგენას. პროექტის ფარგლებში, 2024 წელს, ქუთაისში გაიმართა გამოფენა იგივე სახელწოდებით, სადაც წარმოდგენილი იყო 90-იანი წლების ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტები, ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალები. ეს მასალები პროექტის არსებობამდე გაფანტული იყო არტისტებსა და ანდერგრაუნდ სცენის მაშინდელ თაყვანისმცემლებთან (აფიშები, აუდიო კასეტები, მაისურები და ა.შ.). ახლა კი, ამ პროექტის ფარგლებში, დაიბეჭდა კატალოგი, რომელშიც გაერთიანებულია სწორედ ის მასალები, რაც 2024 წელს, გამოფენაზე იყო გამოტანილი. წიგნში, მასალებთან ერთად, თავმოყრილია კვლევის შედეგებიც. თიბისისთვის მნიშვნელოვანია “ალტერნატიული ქუთაისის” მხარდაჭერა, რადგან ეს პროექტი შესანიშნავად გამოხატავს ქალაქის კულტურის მდიდარ ისტორიას, მის იდენტობას; იმ კულტურულ მოუსვენრობას, რაც ამ არაჩვეულებრივი ქალაქისთვისაა დამახასიათებელი. ანდერგრაუნდული ქუთაისის არტეფაქტებისა და კვლევის შედეგების თავმოყრა და გამოცემა კი, ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი თაობა გაეცნოს და აღმოაჩინოს აქამდე უცნობი ამბები და ისტორიები, რაც მათთვის ინსპირაციადაც შეიძლება იქცეს.
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)