|
2025-10-24 13:08:34, 969 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ღარიბაშვილზე: ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას
თბილისის მერი კახა კალაძე სამწუხაროს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს და აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ღარიბაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა და მმართველი პარტიაც დატოვა. „ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ მსგავსი ტიპის განცხადებებს ჩვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო. ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას. იცით, რომ მან პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობაც მიტოვებული აქვს. ამასთან დაკავშირებით, პირადად გააკეთა განცხადება პარტიის ოფისში, რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ღარიბაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან გაიგო. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან სამწუხარო და დასანანია. დამატებითს ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას. ის ავტომობილები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, სახელმწიფოს საკუთრებაა. რაც შეეხება ჩარტერული რეისით გადაფრენას, მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და დღეს ეს საინტერესო არ არის. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პასუხებს - როგორ წარიმართება ის და დასრულდება. მერე გააკეთეთ დასკვნები. მემგონი არ არის სწორი და ლამაზი წინასწარ საუბარი ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)