|
2025-10-16 15:38:07, 14209 ნახვა
ეკონომიკა
„ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
სკანდინავიური ესთეტიკა, კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანზე ორიენტირებული ხედვა - „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ტერმინალის“ პარტნიორობით თბილისში ახალი ბრენდული სივრცე შეიქმნა. Terminal Towers-ში მდებარე ლაუნჯი დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანებს განტვირთვის, ინსპირაციისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი „ვოლვოს“ მუდმივ სწრაფვას ასახავს - იყოს გარემოში, სადაც ახალი იდეები იბადება და ინოვაციური გამოცდილება იქმნება.
სოფო კაკუშაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო“ ყოველთვის იყო ადამიანებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი. გვჯერა, რომ ინოვაცია იწყება სწორედ ადამიანებით - მათი ცნობისმოყვარეობით, ურთიერთობებითა და იდეებით. იმედი გვაქვს, რომ შექმნილი სივრცე იქნება ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გაერთიანდება და ახალ საინტერესო გამოცდილებად იქცევა. გვსურდა, შეგვექმნა ცოცხალი პლატფორმა, სადაც ადამიანი თავს ბრენდის ფილოსოფიის ნაწილად იგრძნობდა. „ტერმინალთან“ პარტნიორობა სრულად შეესაბამებოდა ჩვენს ხედვას. ეს იყო ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც ინოვაცია და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს ერწყმის“. ლაუნჯში განთავსებულია ინტერაქტიური ინსტალაციები, თამაშები და ის დიზაინერული ელემენტები, რომლებიც კომფორტთან ერთად შემოქმედებით ენერგიასა და ისეთივე უსაფრთხო და მყუდრო გარემოს ქმნის, როგორიც თავად „ვოლვოს“ ფილოსოფიაა.
„ტერმინალი“, როგორც პირველი საერთო სამუშაო სივრცე საქართველოში, უკვე წლებია აყალიბებს ინოვაციურ ეკოსისტემას თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, რაც მას „ვოლვოსთვის“ იდეალურ პარტნიორად აქცევს. „ტერმინალი“ აერთიანებს მრავალფეროვან და აქტიურ ადამიანებს, იმ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ქმნის სიახლეებს. თამარ ჯინჭარაძე, „ტერმინალის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი: „წლების განმავლობაში ტერმინალმა უამრავი მეგობარი და პარტნიორი კომპანია შეიძინა, რომლებიც ჩვენს წევრებს სხვადასხვა ბენეფიტებსა და სერვისებს სთავაზობდნენ. ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს კომპანიები უფრო დაგვეახლოვებინა ჩვენს წევრებთან. ასე გაჩნდა იდეა, რომ ახალი ტიპის ლაუნჯი შეგვექმნა, რომელიც, სამუშაო გარემოსთან ერთად, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობასაც შექმნიდა. ამ იდეით მივმართეთ „ვოლვოს“ გუნდს, რადგან ვიცოდით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ხარისხი და კრეატივი - თვისებები, რომლებიც ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია“. სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა უნიკალური დიზაინ-ობიექტები - პაზლის კედელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული „ვოლვოს“ გამოსახულებით, ხელნაკეთი ნარდი, რომლის ქვებად შვედური ბრენდის ავტომობილების მოდელებია გამოყენებული, საგზაო მოძრაობის თემაზე შექმნილი ლაბირინთი და „ვოლვოს“ ბრენდის დეტალებით წარმოდგენილი სხვა არაერთი ინსტალაცია. თითოეული დეტალი ასახავს ხედვას - დიზაინის სიმარტივეს, ფუნქციურობასა და მომხმარებელზე ზრუნვას. პროექტი საქართველოში სათამაშო აპარატების ერთადერთ ქართულ ბრენდთან „იონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა.
სივრცის კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე Material Editors-მა იმუშავა. მარიამ გვაზავა, Material Editors-ის არქიტექტორი: „ჩვენი გუნდისთვის საინტერესო ამოცანა იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს ინსპირაციის წყარო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვობის თამაშების თემაზე აგებული გარემო შეგვექმნა, სადაც ყოველ ელემენტში „ვოლვოს“ ბრენდის იდენტობა იგრძნობა. თითოეული დეტალი აგებულია „ვოლვოს“ სტილზე, სკანდინავიურ მინიმალიზმზე, სანდოობასა და ინოვაციურ აზროვნებაზე. განათების საშუალებით სივრცე ერთგვარ სცენად გარდავქმენით, სადაც მთავარი ყურადღება თამაშებსა და ადამიანურ ურთიერთობებზეა გამახვილებული“. „ვოლვოსა“ და „ტერმინალის“ ერთობლივმა პროექტმა ინოვაციური სივრცის შექმნით ბრენდის ძირითადი ღირებულებები წარმოაჩინა - ადამიანზე ორიენტირებული ინოვაცია, მაღალი ხარისხი და შთაგონებაზე დაფუძნებული გამოცდილება. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“უზრუნველყოფს.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



