|
2025-10-15 13:21:28, 952 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Maje-ს და Sandro-ს პირველი ოფიციალური მაღაზიები გაიხსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფრანგული პრემიუმ ბრენდების, Maje Paris-ისა Sandro Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზიები, რუსთაველის #28-ში გაიხსნა. საქართველოში Maje Paris-ისა და Sandro Paris-ისგან ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას კომპანია "Z&A G” ფლობს. ის არის "ნორკ ჯგუფის“ წევრი, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. 28 წელზე მეტი უწყვეტი ზრდისა და სრულყოფილებაზე ძლიერი ორიენტაციის წყალობით, ჯგუფმა გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა, დაიკავა წამყვანი პოზიცია ბაზარზე და დღეს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1,000-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული. “ნორკ ჯგუფი“ უკვე წლებია თბილისში სხვადასხვა ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს წარმოადგენს. ესენია: Burberry, Polo Ralph Lauren, Maje Paris, Sandro Paris და New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი. "უკვე 14 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთაველის გამზირზე, 28 ნომერში, ტანსაცმლის ფრანგული პრემიუმ ბრენდების Maje Paris-ისა და Sandro Paris-ის პირველი მაღაზიები გავხსენით, რომელიც 120 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კიდევ ერთ იტალიურ ლუქს ბრენდს Santoni -ს შევთავაზებთ მაღალი მოდის მოყვარულებს“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ირაკლი მელუავა. “საქართველოს ბანკი და “ნორკ ჯგუფი“ წლებია ვპარტნიორობთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და არაერთი საერთაშორისო ბრენდი უკვე წარმატებით ოპერირებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ორი ფრანგული პრემიუმ ბრენდი Maje Paris და Sandro Paris-ს მაღაზიები გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)