|
2025-10-05 11:18:57, 1484 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - მამაცი ადამიანებისკენ კი თითს იშვერენ, გაუბედავი, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ, ისეთი პოლიტიკოსები
ირაკლი ნადირაძე ოთხი შვილის მამაა. როგორი მეგობარი და პატრიოტია, ახლა ამას ვერ მოვყვები, სხვა დროს იყოს მის განუზომელ ერთგულებაზე. იცოდა, რაც ელოდა და მაინც თავი ბოლომდე გაწირა ამ პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. „ბოლოს მითხრა, ჩემს თავთან, შვილებთან და ქვეყანასთან ვიქნები მართალიო. იგივე ქნა მურთაზ ზოდელავამ, პაატა ბურჭულაძემ, მანამდე ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც, გარეთ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ბევრად სხვა რეალობა იქნებოდა დღეს. ამ მამაცი ადამიანებისკენ კი თითს იშვერენ, გაუბედავი, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ, ისეთი პოლიტიკოსები და ვითომ ექსპერტები. ერთხელ მაინც, რაც ამ ადამიანებმა გაბედეს, ამის მესამედი გაბედეთ ცხოვრებაში თქვენ ჩმორებო და თითი მერე იშვირეთ. ხელჩართულ ბრძოლაში სპეცრაზმთან არც ერთი არასოდეს არ მინახიხართ, არც დღეს, არც მანამდე. ჩემს თანამებრძოლებს, გამბედავ ადამიანებს და უკვე პოლიტიკურ პატიმრებს გაუმარჯოთ. თქვენს ბრძოლას, მარტო რომ დავრჩე ამ პროცესში, მაინც გავაგრძელებ“, – წერს ანა წითლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)