11:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 16:28:00, 1213 ნახვა

პოლიტიკა
15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 28,22%-მა

მერების და საკრებულოების წევრების არჩევნებში, დღის სამი საათის მდგომარეობით, მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე 991 651-მა მოქალაქემ, რაც ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,22%-ია.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 513 818 ამომრჩეველი.

ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 46,97% იყო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი, 22,14% - თბილისში.

წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 15:00 საათისთვის აქტივობა 33,18% იყო.

კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. 3 061 საარჩევნო უბნიდან 2 284-ზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics