|
2025-10-04 16:11:14, 795 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება.
„რატომ არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპმა ვინ მიიწვია საზეიმო ვახშამზე ? თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო საზეიმო ვახშამზე მიწვეული, ეს არის რეალობა და ფაქტი, რატომ ატყუებთ საზოგადოებას?",- ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და მათი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. „თქვენი და თქვენი პარტნიორი, რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის ფეიკ ნიუსი, რომ არ მიიწვია [ტრამპმა] საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ იყო შეხვედრა, არ იყო საუბარი, რომ სურათზე მიახატეს მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ. ტრამპთან შეთანხმება არ მქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის, დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ უნდა განახლდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, მან მითხრა, რომ გასაგებია მისთვის და აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს",- განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის არჩეულმა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)