|
2025-10-04 09:50:21, 1203 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: იგორ ნარმანიაზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო
ნაციონალური მოძრაობა მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურება. პარტიაში ამბობენ, რომ მათ წევრზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული. "შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ორმხრივ, ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას, მაშინ როდესაც იგორ ნარმანიას რამდენიმე პირი მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად დაესხა თავს. აღნიშნული თავდასხმა არ იყო სპონტანური ხასიათის, არამედ იყო წინასწარ ორგანიზებული და მიზნად ისახვდა ერთი მხრივ, ახალგაზრდებში და მშობლებში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შიშის დანერგვას და მეორე მხრივ, იგორის ხვალინდელი პროცესებიდან განეიტრალებას. შსს-ს გაკეთებული განცხადებები არის ფაქტების უხეში დამახინჯება საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, რათა არ გამოავლინონ დეფაქტო ხელისუფლების მიერვე ორგანიზებული ძალადობის ავტორები და ჩვეული დეზინფორმაციით, ორმხრივ დაპირისპირებად წარმოაჩინონ იგორ ნარმანიაზე თავდასხმის ფაქტი. როგორც ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც პროტესტში პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული, იგორ ნარმანია ხელმძღვანელობს გამორჩეულად მებრძოლი და პატრიოტი ახალგაზრდების მოძრაობას და ამდენად, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის". - წერს ნაციონალური მოძრაობა. შსს-ს ცნობით, მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. "სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე კონფლიქტი წარმოიქმნა. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა:. - წერია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)