|
2025-10-01 16:14:09, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა - მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს
“მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს. - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს მათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.
მათივე თქმით, ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი განთავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას! ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმე 30 სექტემბერის ვიდეომიმართვას ეხება. კუპრავას ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებას და დაკავებისას სუს-ის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. სსკ-ს 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 353-ე მუხლი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ჯარიმას, შინაპატიმრობას ანდა ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)