|
2025-10-01 15:52:09, 991 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძეს სჯერა, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია
ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჩვენი გზა სტაბილური და შეუქცევადი რჩება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყოველთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო. „ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი, 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება, რეალისტური და მიღწევადია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამისკენ ვისწრაფვით, არამედ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ამას იმსახურებს. ჩვენ რეფორმებს მოთმინებითა და მონდომებით ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც ასახავს როგორც ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ხელმძღვანელობს როგორც ურყევი პრინციპებით, ასევე პრაგმატული მოსაზრებებით. ქართველი ხალხი სრულად აცნობიერებს ომის დიდ ფასს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება და ურყევად ერთგულნი ვრჩებით მშვიდობიანი მოგვარებისკენ, სრულად ვაღიარებთ, რომ მშვიდობა წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოს გზა ევროპული, მშვიდობიანი და პრინციპულია. „ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს და საკუთარი წვლილი შეგვაქვს პროცესში. ურყევად ვრჩებით რეფორმირების რეჟიმში, ჩვენი ვალდებულებების მიმართ ერთგულნი და ორიენტირებულნი დასახული შედეგების მიღწევაზე. ჩვენი დემოკრატიის გაღრმავებისა და სტრატეგიული როლის გაფართოების კვალდაკვალ, ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს ისეთ ქვეყნად აღიქვამენ, რომელიც ევროპის მომავლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", - განაცხადა "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)