|
2025-09-29 21:41:15, 1550 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის
ჩვენი მიზანი - 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სახელისუფლო კომპანია GORBI-ის კვლევას შეეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ხელისუფლებას საქმე ძალიან გაუიოლა. „ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, როგორც იმ ორმა პარტიამ, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ასევე იმ ორმაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს,"- განაცხადა ოცნების პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)