|
2025-09-28 12:52:13, 1656 ნახვა
პოლიტიკა
ფარულავა - 4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია
„4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია. ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს.“- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ლევან ხაბეიშვილის მეგობრები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, სოფ. მუხრანში, ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაზეთებთან ერთად, 4 ოქტომბრის მოსაწვევები დაარიგეს. მოქალაქეები, ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავენ რომ 4 ოქტომბრისთვის განწყობა არის იდეალური და რომ ისინი 4 ოქტომბერს აუცილებლად შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას; ლაშა ფარულავას განცხადებით - „4 ოქტომბერი ჩვენი თაობის დიდგორია, უკან დასახევი გზები ჩახერგილია, ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, არავის მოვუწოდებთ მივიდნენ რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, ყველანი უნდა მოვიდეთ რუსთაველზე. რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი და ეს ყველაზე კარგად ესმით მუხრანელებს, ძალისელებს, რადგან მუხრანი და ძალისი არის ქართველი ხალხის ერთიანობის და ისტორიული დიდგორის, დიდგორის ბანაკის ადგილი, ამიტომ ეს სულისკვეთება ჩვენ მიგვაქვს თბილისში, დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიხსნათ ჩვენი მებრძოლი პოლიტიკური ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იმარჯვებს.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)