|
2025-09-26 18:06:17, 1756 ნახვა
პოლიტიკა
შსს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილ, საბა კოდუასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შსს ნანუკა ჟორჟოლიანის შვილ, საბა კოდუასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც "ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი" შენიშნეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი". მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით", - განმარტავს შსს. ამ დროისთვის, უწყება დამატებით კომენტარს არ აკეთებს. მანამდე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა. ამის შემდეგ კი ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: "რუსთავი 2, ან ჩაასწორეთ ან არასრულწლოვანზე არასწორი ინფორმაციის გავრცეელებისთვის გიჩივლებთ."
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)