|
2025-09-26 18:04:06, 1530 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბოლო 10 თვეში მეოთხედ შეხვდა ჩინეთის ელჩს
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან - ბოლო ათ თვეში უკვე მეოთხედ. მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუკზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო „საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს“. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს“, - წერია მოკლე ცნობაში. ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრაზე „აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით“. სხვა დეტალები დაზუსტებული არ არის. ჩინეთის საელჩოს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობების თანახმად, ეს ჭოუ ციენისა და ირაკლი კობახიძის მესამე შეხვედრაა 2025 წელს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ - მეოთხე. წინა შეხვედრების თარიღები ასეთია:
ჩინეთი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჯგუფს შორის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება და ასევე მიხეილ ყაველაშვილს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)