16:35 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-25 12:07:01, 768 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ

ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია, - ამის შესახებ სოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი  თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები.

„ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ზომა. ყველა ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს და როდესაც ელჩს იბარებ, ამით ერთგვარ დიპლომატიურ ზომას იყენებ სახელმწიფოს მიმართ, ეს ლოგიკურია. ელჩი ხომ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული ბიუროკრატია დღეს არის მძიმე მდგომარეობაში და ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის სტრუქტურებს, არამედ შესაბამისი სახელმწიფოების სტრუქტურებს. ევროპულ ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები და ამის გამოხატულებაა ის, რასაც აკეთებენ ელჩები", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics