08:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 19:45:26, 1692 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკის სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და აპლიკაციას გალერია თბილისის სავაჭრო ცენტრის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა მობილბანკშივეა შესაძლებელი, მხოლოდ ადრესატი კი მას მობილურის ნომერზე, SMS-ის სახით მიიღებს. აპლიკაციაშივე შესაძლებელია ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი წერილის დაწერა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული არხების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა ჰქონდეთ. გალერია თბილისის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატება მობილბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომლის დახმარებით ადამიანებს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევას გავუმარტივებთ. რაც მთავარია ადრესატს არჩევანის თავისუფლება აქვს, რადგან ვაუჩერით არა კონკრეტული ბრენდის მაღაზიაში შოპინგი, არამედ გალერია თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ობიექტში სასურველი ნივთის შერჩევაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მობილბანკის მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ცნობისთვის, შეძენილი სასაჩუქრე ბარათის დამატება ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-შია შესაძლებელი. მისი გაგზავნა კი შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ადრესატი საქართველოს ბანკის მობილბანკით. გალერია თბილისის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის სასაჩუქრე ბარათით გადახდა კი Wallet-იდანვე შესაძლებელი იქნება.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics