|
2025-08-23 19:47:20, 2965 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი სუს-ის ხელმძღვანელობიდან 5 თცეში გადააყენეს
ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია სუს-ში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით იკავებდა იგი სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას. ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. „სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას,"- განაცხადა კობახიძემ მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ანალიტიკურ საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ანრი ოხანაშვილს, სწორედ, ეს უმნიშვნელოვანესი მისია ჩაბარდება. „ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე,"- განაცხადაოცნების პრემიერმა 2005 წლის 1=ელ აპრილს სადავო პარლამენტის სხდომაზე, განხილვის გარეშე უყარეს კენჭი და 79 ხმით არცერთის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, 6 წლის ვადით, დაამტკიცეს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა.
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
საქართველო და ნაურუ ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)