21:48 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 14:53:57, 877 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: თუ ბიზნესიდან ფული არ იქნება ამოღებული, მაშინ ის მოგების გადასახადით აღარ დაიბეგვრება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან, საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს. ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რეფორმის მნიშვნელობას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების, ბიზნესის განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენისა და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.

"იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კონონპროექტს უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ის რომ ჩვენ ძირითადი საშუალებების იმპორტს ხელს შევუწყობთ. ძირითადი საშუალებების იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადით აღარ დაიბეგვრება. ასევე მნიშვნელოვანი არის შიდა ინვესტიციების წახალისება.

აღსანიშნავია, რომ შიდა ინვესტიციების გადასახადიც განაწილებულ მოგების გადასახადზე გადაცვლა გულისხმობს იმას, რომ თუ ბიზნესიდან ფული არ იქნება ამოღებული და არ იქნება განაწილებული, ამ შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადით აღარ დაიბეგვრება. ეს თანხა მოხმარდება ინვესტიციების განხორციელებას.

ეს ქვეყანაში მოხმარდება ახალი სამუშაოების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ გვაქვს გათვლები. ამ გათლების შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება ეკონომიკური ზრდის პრობლემები. 80 მილიონს ველოდებით ჩვენ, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი", - ამის შესახებ განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მთავრობისთვის ფინანსთა სამინისტროსთის პრიორიტეტულია მაქსიმალურად გაითვალისწინონ ბეზნესის წინადადებები და შენიშვნები. მნიშვნელოვანია ასევე რეფორმის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე, ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, გამოთქვამს ,ზადყოფნას გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics