|
2025-08-20 15:20:47, 5200 ნახვა
კალაძემ დღეს მეორეჯერ დადო პირობა რომ თბილისში ტრამვაის გაიყვანს, პირველი პირობა 2019 წელს დადო და არ შეასრულა
35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ეს კალაძის პირველი დაპირება არაა, ანალოგიური დაპირება თბილისის მერმა 2019 წელსაც გასცა. მერის თქმით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.
დიდი დიღმის მიმართულებით, ტრამვაის ან მიწისზედა მეტროს ხაზის მოწყობის პერსპექტივაზე საუბარი დედაქალაქის მერიამ ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს დაიწყო. მაშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ უახლოეს მომავალში, მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტენდერს გამოაცხადებდა თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე: "ეს ნიშნავს, რომ ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს... კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება", - ამბობდა 2019 წელს კახა კალაძე. კიდევ ერთი პირობა რომელიც არ შესრულდა გაიცა 2018 წლის 22 ოქტომბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს აცნობა, რომ დაგეგმილი იყო სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენება. მისი მტკიცებით, მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო. ღირებულება კი 90 მილიონ დოლარს შეადგენდა. იგეგმებოდა 8 ახალი სადგურის მშენებლობა და ეს მარშრუტი მოემსახურებოდა 200 000-ზე მეტ ადამიანს.
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)