|
2025-08-16 22:11:24, 5169 ნახვა
როგორ დააკავა პოლიციამ დანით თავდამსხმელის ნაცვლად აქციის ორი მონაწილე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში მონაწილე ორი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა. ცნობილია რომ დაკავებული არიან თორნიკე თოხშუა მინდია შერვაშიძე. პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.”, – ნათვქმია შს-ს განცხადებაში. ბ.გ რომელელსაც შსს ინიციალებით ფარავს, არის "ქართული ოცნების" აქტივისტი და მხურვალე მხარდამჭერი ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე. გოჩირიძე ადრეცაა შემჩნეული ოპოზიციის დევნაში და მას ტიტუშკასაც უწოდებენ. :ექსპრესნიუსმა" გაარკვია, რომ გოცირიძე 1-ელ აგვისტოს იყო მიწვეული თბილისის მერის კახი კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე, იქედან კი ნასვამ მდგომარეობაში გადაწყვიტა რუსთაველის გამზირზე გამოვლა სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, თვითმხილველების თქმით, შეხლა შემოხლის დროს, გოცირიძეს ჯიბიდან დანა ამოუვარდა, რფომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს და პოლიციას მიუტანესმ სადაც შეინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენლებს შეატყობინეს გოცირიძის მხრიდან დანით თავდასხმის შესახებ. ამ ვითარების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ახლა აქტიურად ვრცელდება. აქციის მონაწილეებმა შეძლეს თავდამსხმელი პირის რუსთაველის ტერიტორიიდან განრიდება, ხოლო დანაზე პოლიციას რეაგირება არ ქონია. დღეს კი ცნობილი გახდა რომ ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.
ინციდენტზე განმარტებას აკეთებს პოლიტიკური პარტია "გირჩი- მეტი თავისუფლება"
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)