|
2025-08-16 12:33:07, 1779 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სახელმწიფო ტოტალური კორუფციის ჭაობში ჩააფლო
„ლელო- ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ 401 000 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 კი, უკონკურენტოდ. მისი განმარტებით, ეს და კიდევ სხვა ასობით უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები მიუთითებს იმაზე, რომ „ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, კორუფციის შემზარავი მაგალითები არსებობს“. აღნიშნული განცხადება გრიგოლ გეგელიამ თანაგუნდელებთან ერთად თერჯოლაში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან ბრძოლაში არიან და არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად მოსახლეობას, თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „მინდა აქედან გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ ძალიან მძიმე საკითხზე, რომელიც ეხება არამარტო თერჯოლას, არამედ სრულიად იმერეთს, დასავლეთ საქართველოს და მთელ ქვეყანას - ეს არის ტოტალური კორუფციის ჭაობი, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჩვენი სახელმწიფო ჩააფლო. სისტემური კორუფციის უამრავი მაგალითი გვაქვს, რაც ჩვენ სახელმწიფოში ტრიალებს, რამდენიმე მათგანს თერჯოლის მაგალითზე მოვიყვან, მაგალითისთვის: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ ჯამში მოიგო 6 ტენდერი 401 000 ლარის ღირებულების და აქედან 4 უკონკურენტოდ მოიგო. ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი იმ მრავალი მაგალითიდან, რომელიც აქ გვაქვს, ეს არის შემზარავი მაგალითები სახელმწიფოში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, სადაც ათობით ათასი ადამიანი საკუთარ ქალაქს და სოფელს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. ასეთ ქვეყანაში, ერთ პატარა ქალაქში შესაძლებელია რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას კვლავაც იკავებდეს ადამიანი, რომელიც არის შპს „ბორანის“ მოქმედი დირექტორი დედა და რომელიც წარსულში ამავე კომპანიის 22%-იან წილს ფლობდა. 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ 2021 წელს, როგორც წარსულში „ბორანის“ მეწილემ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯამში ჩვენი ბიუჯეტიდან 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს. რა საკვირველია, ეს შპს ყოველთვის „შემთხვევით“ იგებს ყველა ძირითად ტენდერს: თერჯოლაში 15, ზესტაფონში 22, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3 ტენდერი. ამავე კომპანიას აქვს მოგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი. ასეთი ათობით და ასობით ფაქტი გვაქვს, ეს ფაქტები აჩვენებს იმას, თუ როგორ ხდება დღეს ქართველი ხალხის ძარცვა ე.წ. არჩეული პირების მიერ, რომელიც არავის აურჩევია, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, გააჩნიათ ერთი ინტერესი - ემსახურონ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და გაისქელონ საკუთარი ჯიბე იქამდე, სანამ ჩვენი სოფლები და ქალაქები იცლება", -განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)