|
2025-08-08 12:20:22, 1791 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე- მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი
თბილისის მერის ის შეფასებით, მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ის ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. „უმძიმესი იყო შედეგები იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმძიმეს რეზოლუციას, რომელიც ამ ომის შემდეგ იყო მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ დაჯგუფების ინტერესები. შესაბამისად, ყველა კითხვას, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს, უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი. მოღალატეობრივი იყო რეზოლუცია, რომელზეც ხელი იქნა მოწერილი და ასევე, ყველა ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკით ახორციელებდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მერი პასუხობს: „მე არაფერს ვფიქრობ, მე გაჩვენებთ ერთ საინტერესო ამონარიდს რეზოლუციიდან, სადაც თეთრზე შავით წერია ძალიან მძიმე სიტყვები, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. ამას ხელი მოაწერა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა. ეს არის ღალატი, დანაშაული, უმძიმესი ფაქტი და შესაბამისად, მას უნდა მოჰყვეს რეაგირება. საზოგადოებაში არსებობს კითხვები და მას უნდა გაეცეს პასუხი. 2008 წლის 8 აგვისტოს ომმა ჩვენ დაგვანახა მხოლოდ შეშფოთებით შემოფარგლული საერთაშორისო თანამეგობრობა, დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. ასევე, აშკარაა ის, რომ მაშინდელი ხელისუფლება ატარებდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალების ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებული კითხვაზე თბილისის მერი ამბობს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციებია. „ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველ ჯერზე, როდესაც მოდის 8 აგვისტო, ერთი და იგივე სპეკულაციებია. ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)