|
2025-08-08 11:59:42, 1445 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს იყო ღალატი
ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს იყო ღალატი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერმა მიაყენა უმძიმესი დარტყმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. „დღეს, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც რეალურად მოიწონა მაშინ „ნაცმოძრაობის" რეჟიმმა, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა მაშინ ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სწორედ, სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი,"- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში ფაქტების ქრონოლოგიაა ასახული, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა არტილერიული ცეცხლი მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე და ამას მეორე დღეს მოჰყვა საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა. „თეორიულად, ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ხვალ ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი. რაც სიმართლეა - ასახულია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც წერია, რომ იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად მიიტანა მაშინდელმა რეჟიმმა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ, ცხინვალში იყვნენ შესულები, როკის გვირაბისკენ - ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისთვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს. სააკაშვილის პარტიამ ჩაიდინა უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს და სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ რომ ჩავიდინოთ ღალატი, ხვალ რომ დავიწყოთ ასეთი ოპერაცია, ავანტურაზე რომ წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ დავალებას გარედან, რა თქმა უნდა, აქაც სამხედროები ჩაერთვებიან ომში და ისინი შეეწირებიან სამშობლოს, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს ბუნებრივია არ გაამართლებს, იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ფაქტი არის ერთადერთი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ასევე ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ და ამ დოკუმენტში წერია, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა რეჟიმმა. „დანარჩენი არის „ნაცობა". „ნაცობა" ნიშნავს ლოგიკიდან ამოვარდნას. „ნაცი" რომ ხარ, ეს ნიშნავს - ან ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ, ეს არის „ნაცობა". „ნაციონალური მოძრაობის" სამარცხვინო პარტიას შეეწირნენ გმირი ჯარისკაცები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)