|
2025-07-31 19:56:45, 3450 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, სრულად აამუშაონ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
საქართველომ და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, სრულად აამუშაონ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. როგორც Report-ი საქართველოს სამინისტროსზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ კვიროვიშვილსა და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს შორის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, რომელიც თურქი მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლი განიხილეს. ამ კონტექსტში, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ეფექტური გამოყენების მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის გასაძლიერებლად. მათ ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები, მათ შორის ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სამოქალაქო ავიაცია და ტურიზმი. მინისტრებმა აღნიშნეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის, ანაკიაში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისა და თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



