|
2025-07-24 13:53:13, 1574 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე მეგობარ აქტზე- დოკუმენტი გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით,
„მეგობარი აქტი“ გაჯერებულია სიცრუით და ცილისწამებით, გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა - პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ შეჩერებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძის თქმით, მისთვის უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. „რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ აქტი სრულად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილით. უკვე გამოაშკარავდა ისიც, თუ რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აქტში. სულ 360 ათასია გადახდილი, ხოლო კონკრეტულ კონგრესმენს, პატივცემულ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ საქართველო გააშავოს და ცრუ ინფორმაციით გააჯეროს აღნიშნული დოკუმენტი. ეს არის მოცემულობა, რეალობა და ეს არის სიმართლე, რაც ცნობილი გახდა FARA-ს კანონით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ყველა ხვდება, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში FARA-ს ანალოგიური კანონის მიღებას. „ზოგადად, აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა არ იქნებოდა, რომ არა ის შემოტევები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვიხილეთ. თუმცა, არავის არაფერი გამოუვა - ჩვენ ხალხთან ერთად დავიცავთ ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)