|
2025-07-24 11:19:34, 2252 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ქეთი ქუთათელაძე. “ჩემი მიზნების და ოცნებების ასრულება პირდაპირ უკავშირდება განათლებას, რადგან ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ, რეალურ ბიზნეს გარემოში უნდა გამოვიყენო. ამიტომ, მგონია, რომ განათლებას კრიტიკული როლი აქვს ჩემს კვალიფიკაციურ პერსონალად ჩამოყალიბებაში, წარმატების მიღწევაში, ჩემი და გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში და საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაში.” ქეთის ამბავში განათლებას უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული და თან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქცია აქვს. თუმცა, ერთ-ერთი, მისი აზრით, ყველაზე გამორჩეული, განათლებით საკუთარი თავის აღმოჩენაა. ძიება იმ ინტერესების, რომლებიც პროფესიულ გზაზე თვალებს აგინთებს და ნებისმიერ მომენტში დაგაჯერებს - შენი შესაძლებლობები უსაზღვროა და ამ ამბავში შეუძლებელიც შესაძლებელია. ქეთის სჯერა, რომ განათლება არის ის, რაც დიდი გამარჯვებებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად სჭირდება. განათლებით შექმნის ამბავს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენით სწორედ ისე დაასრულებს, როგორც თავის ოცნებებში წარმოუდგენია. “არა მხოლოდ განათლების კუთხით, საკუთარი თავის რწმენა ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. შეიძლება გზის ბოლოს იყო მისული და საკუთარ თავში ეჭვის შეტანამ მოგაბრუნოს, როცა გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გაკლდა. ამიტომ უნდა გჯეროდეს, რომ შენს ცხოვრებას შენ აკონტროლებ და შეგიძლია, გადადგა თამამი ნაბიჯები, რომლებიც შენს ოცნებებს რეალობას აქცევს.” სიცოცხლე უსასრულო აღმოჩენაა და ამ გზაზე თითოეული ადამიანი უნიკალურ ამბავს ქმნის. განათლება, განსაკუთრებით ახალი თაობის ცხოვრებაში, ამ ამბების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განათლების ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)