08:01 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-07 18:02:26, 1110 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი -სახელმწიფო დანგრეულია!

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა! ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან თვითმკვლელობამდე სავარაუდო მიყვანა, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია“.

„ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია. ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში. ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი. ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“. დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს „საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალსში შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა”.

გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შსს-ს ცნობითვე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics