08:18 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-06 15:24:12, 1684 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროდან გაუშვეს პირები, რომლებიც თანამშრომელთა მასიურ გათავისუფლებას აორგანიზებდნენ

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთგვარ „პოლიტიკურ წმენდად“ შეფასდა, თავად რეორგანიზაციის განმახორციელებელი გუნდის წევრებსაც შეეხო.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი ელენე ქაიხოსროშვილი ავრცელებს.

მისივე ცნობით, რეორგანიზაცია შეეხო ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზაზა ჩოხელს, რომელმაც სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი თავად განახორციელა. 

თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციად წოდებული პოლიტიკური წმენდა ხომ კარგად გახსოვთ?
ხოდა, ვისი ხელითაც გააკეთეს ეგ “რეორგანიზაცია”, ანუ, ვისაც დააორგანიზებინეს 30-40 ადამიანის გაყრა სამინისტროდან, სამსახურიდან თავადაც გაუშვეს.
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზაზა ჩოხელს საკუთარი თანამშრომლები გააყრევინეს, ხალხო და თავადაც გაუშვეს, სავარაუდოდ, ღარიბაშვილთან ასოცირების გამო.
როგორც ვიცი, მინისტრის მოადგილეებიც გაუშვეს, ოღონდ, არ ვიცი, რომლები.
უკარგესი მესიჯია საჯარო მოხელეებისთვის და ყველას იმავეს გისურვებთ, რაც ზაზა ჩოხელს დაემართა, - წერს ელენე ქაიხოსროშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics