|
2025-07-05 19:27:30, 1619 ნახვა
პოლიტიკა
მედია კუალიცია -2021 წლის 5 ივლისი მედიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძალადობის თარიღია
მედიის ადვოკატირების კოალიცია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს - "მედიაზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ძალადობის თარიღს" განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არათუ ადეკვატური პასუხი არ გასცა ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ სინამდვილეში თავად წაახალისა მედიის წარმომადგენლების დევნა. "2021 წლის 5 ივლისი მედიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძალადობის თარიღია. ეს არის დღე, როცა ანტიდასავლურმა, ანტიდემოკრატიულმა ძალამ თავისუფალი სიტყვისთვის მედიაზე თავდასხმა განახორციელა. ფიზიკურად დაზარალდა 60-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან სახისა და თავის არეში ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ქართულმა ოცნებამ მაშინ არა მხოლოდ არ გასცა ადეკვატური პასუხი ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ სინამდვილეში თავად წაახალისა და ფაქტობრივად, ხელი შეუწყო მედიის წარმომადგენლების დევნას. ოთხი წლის შემდეგ, მედიისა მიმართ ძალადობამ და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმამ სისტემური სახე მიიღო. პროევროპული საპროტესტო აქციების პერიოდში მედიის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, მუქარისა და დაკავების 200-მდე შემთხვევაა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური პატიმარია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მქონე დამოუკიდებელი მედიაგამოცემის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მიღებულია კანონები, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს მედიის და ხალხის ხმის ჩახშობას. სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს!" - წერია განცხადებაში. 5 ივლისის უმძიმესი მოვლენებიდან 4 წელი გავიდა . 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირი მედიაზე ძალადობის და აგრესიის ეპიცენტრად იქცა. 53 ნაცემი და დაზარალებული ადამიანი მედიიდან, წარმომადგენლებს შორის, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, დევნა, დამამცირებელი მოპყრობა და დამტვრეული ტექნიკა – ამ შედეგით დასრულდა შეტევა და ძალადობა მედია-საშუალებებზე, რომლებიც ცენტრალურ გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად და „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მარშის მოწინააღმდეგეთა აქციის გაშუქებას ცდილობდნენ. თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა. ძალადობრივ მოვლენებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. გამოძიების პროცესის მიმართ ახლაც არაერთი პრეტენზია აქვთ არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და ოპოზიციას, რომლებიც ხელისუფლებას ერთი წლის წინანდელი ძალადობრივი ქმედებების წაქეზებაში ადანაშაულებენ. დანაშაულის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვალების გარემოებების გამოძიება, მთავარ მოთხოვნად რჩება.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)