|
2025-07-01 13:44:25, 714 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა გერმანიის ელჩზე - ტიპი ჩვეულებრივი რადიკალი გახდა; შეიძლება, გაძევებული იყოს
ტიპი, ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ასეთ მოცემულობაში, შეიძლება, საკითხი დავაყენო, რომ ეს ელჩი [გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი] გაძევებული იყოს - ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ელჩები, ვინც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიპლომატს რაც კი საერთაშორისო კონვენციით პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვს, გერმანიის ელჩმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა და რადიკალი გახდა. მისი თქმით, ის ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას კი არა, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას ემსახურება. „ბრიტანეთის ინტერესები გასაგებია - პატარა სახელმწიფოების მიმართ ისევ კოლონიალური დამოკიდებულება აქვთ და ჰგონიათ, რომ როგორც 2012 წლამდე იყო, როცა ელჩები ჰყავდათ გუბერნატორებად, მათ შორის, საქართველოში და ყველაფერი მათთან თანხმდებოდა, ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ამას ვერ ეგუებიან. ეს ხელმოცარულები, ვინც აქ დარჩათ, აგენტურა, ვერაფერს აკეთებენ. ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. ახლა ამათ ელჩები ჩაენაცვლათ. ანუ, ელჩები რადიკალები გახდნენ, მათ შორის ბრიტანეთის. რადიკალებს წინასაარჩევნო მონიტორინგს უფინანსებდა და შემდეგ, იმ ხალხს რა დასკვნა უნდა დაედო, ვინც მიტინგზე დგას და ჩამოგდებით გვემუქრება. ისინი ობიექტურ დასკვნას დადებდნენ? - ამას ბრიტანეთის ელჩი აფინანსებდა. ამ ყველაფერს „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონმა ხელი შეუშალა და ეტყობა, გაბრაზდნენ, ძალიან ეტკინათ. ხოშტარიამ შიმშილობა კი შეწყვიტა და იმედია, გედიმაც, მაგრამ გერმანიის ელჩი ფიშერი ხომ არ ჩაენაცვლათ, იმდენად აქცენტირებულია და ყველაფერს ხაზი გადაუსვა, რაც კი დიპლომატიური ვალდებულება, პასუხისმგებლობა არსებობს. ტიპი, ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ასეთ მოცემულობაში, შეიძლება, საკითხი დავაყენო, რომ ეს ელჩი გაძევებული იყოს, რადგან ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის ურთიერთობის გაჯანსაღებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას. ამის საფუძველი რა არის, გაგვაგებინოს, რატომ უნდა, რომ აგენტურა დასვას? იმიტომ, რომ სახელმწიფო ინტერესები დავიცავით? - ქართველმა ხალხმა გარკვევით თქვა, რომ ომი არ უნდა, მშვიდობა არჩია, ეროვნული ღირებულებები დაიცვა. ფიშერის პარტიის წარმომადგენელი გერმანიაში ჩამოაგდეს, შოლცი აღარ არის, მისი დანიშნულია და მაინც მავნებლობას აგრძელებს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია - ელჩები, ვინც მავნებლობენ, რადიკალებს ენაცვლებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მგონია, რომ უნდა გავაძევოთ“, - განაცხადა ზარქუამ.
პენტაგონი: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 45.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)