|
2025-07-01 12:37:40, 767 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებზე - ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და გზა
მინდა, მივესალმო შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. შიმშილობა, მე პირადად, არ მიმაჩნია პოლიტიკური დიალოგის ფორმად კოლეგებთან, ამიტომაც, მივესალმები ელენეს გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. „რაც შეეხება დანარჩენს, მე ვფიქრობ, რომ არის მაღალი შანსი იმისა, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიული ძალები, უშვებდნენ შეცდომას, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს მძიმე ფასი და გავლენა დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, ეს არის მათი არჩევანი, მე პატივს ვცემ კოლეგების ნებისმიერ გადაწყვეტილებას და არ ვაპირებ, მოვუწოდო კოლეგებს ნებისმიერი გადაწყვეტილების სისწორისკენ, ეს არ მგონია სწორი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს გააჩნია საკუთარი ხედვა, პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე პატივს ვცემ. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას საზოგადოებას შევატობინებთ სწორ დროს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ხედვა და საზოგადოება მალე შეიტყობს“, – განაცხადა გეგელიამ. მისივე თქმით, ელენე ხოშტარიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა რაიმე სიახლე რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, გეგელია ამბობს: „ჩვენ გუშინ ვიხილეთ იმ პოლიტიკური სუბიექტების განცხადება, ვისგანაც ისედაც ვიცოდით, რომ არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ რაიმე ახალი მოვისმინეთ, გუშინ ჩვენ გავიგეთ ისევ ის, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები არ განიხილავენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ ბუნებრივია, გვაქვს ჩვენი ხედვა, გზა და ვიმოქმედებთ შესაბამისად. საზოგადოებას სულ მალე ეცოდინება ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე. გუშინ, ჩვენ ახალი არაფერი არ მოგვისმენია“, – განაცხადა გეგელიამ.
პენტაგონი: ირანთან ომი აშშ-ს უკვე 45.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)