|
2025-06-30 15:46:59, 509 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, კენჭს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან
პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს. რიგგარეშე პლენარული სხდომა 1 და 2 ივლისს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საპროცედურო საკითხზეც იმსჯელებენ. პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დღის წესრიგში 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. ეს დეპუტატები არიან: გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური. მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის რიგგარეშე სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც პარლამენტში დღეს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)