|
2025-06-30 12:40:55, 512 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს - ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!
ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსი დირიჟორი დგას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას.“ „ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი! როცა რეჟიმი იწყებს ღია ბრძოლას ევროკავშირის წინააღმდეგ ცხადია, უკან რუსული დირიჟორი დგას. გუშინ ქართველმა ხალხმა მშვიდად, ღირსეულად და ღიად უთხრა „არა“ დიქტატურას. დღეს კი იმავე ხალხს ეძახით „ექსტრემისტებს“, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულებს“. ეს ზუსტად რუსული პროპაგანდის ლექსიკაა - „დასავლელი აგენტები“, „ფინანსდებიან გარედან“, „ქვეყნის მტრები“. ეს ბრძოლა 200 დღეზე მეტია გრძელდება! თქვენ კი იჭერთ და არბევთ ახალგაზრდებს; აბსურდული ბრალდებებით ატყვევებთ ლიდერებს; ბლოკავთ ევროკავშირის კარს; ჟურნალისტებზე ძალადობთ; იღებთ რეპრესიულ კანონებს. და ამის შემდეგ თქვენ გვადანაშაულებთ ექსტრემიზმში? თქვენ ლაპარაკობთ მშვიდობაზე? დაფიქრდით მართლა რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)