19:49 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 17:54:58, 703 ნახვა

პოლიტიკა
ანა წითლიძე - არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“

არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძე მმართველ პარტიას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რის

მაგალითადაც რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნის შექმნის საკითხში საქართველოს პოზიციას ასახელებს.

„ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტი ევროსაბჭოში ერთმანეთს შეხვდნენ. მოულოდნელი ამაში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით საქართველოს ე.წ ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. ისინი არიან რუსების მოკავშირეები და რუსები, რომლებიც ქვეყანაში ატარებენ რუსულ ინტერესებს და ის, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოში სპეციალური ტრიბუნის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა იქნება, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” 13 წელია ვიძახით, რომ არ არსებობს არანაირი “ქართული ოცნება”, არსებობს “რუსული ოცნება”, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა საქართველოში.” - განაცხადა ანა წითლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics