|
2025-06-27 14:48:50, 756 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნატოსთან ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის
ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში - ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პრაგმატულმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. “ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი. ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)