|
2025-06-26 17:07:43, 716 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვას მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით მხარი დაუჭირეს სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს. საკითხს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება. მომხრე იყო 83, მოწინააღმდეგე - არცერთი. საკითხი დღესვე მიიღეს II მოსმენით. პარლამენტში პირველი მოსმენა 25 ივნისს გაიმართა, აღნიშნულ კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება, ხოლო პროცესების გაშუქების უფლებამოსილება მიენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს. ამასთან ერთად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ "ნებისმიერ პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში, თუ მოსამართის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ვერბალური, უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს - გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას". საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აკრიტიკებს ოცნების მიერ ინიცირებულ ახალი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღებას და "მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით". იოსელიანის აპარატი წერს, რომ აღნიშნული ცვლილებები ამოღებული იქნება მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ" ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა, რის გამოც, მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებდნენ, "კანონის გამკაცრების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე".
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)