|
2025-06-26 15:49:19, 660 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ
გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მანდატების გაუქმების შემდგომ, პარტიის წევრები მოკლებული იქნებიან იმ „ბენეფიტებს”, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. „გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები იმუნიტეტს და მანდატს გამიზნულად იუქმებენ. მანდატის გაუქმების შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ იმუნიტეტიც გაუუქმდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გააზრებულად არ შემოდიოდნენ, არ ესწრებოდნენ პარლამენტის სესიებს და არ მონაწილეობდნენ პროცესში, რა თქმა უნდა, კანონისა და შესაბამისი მუხლების მიხედვით მათ მანდატი უუქმდებათ, რაზეც პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდგომ, ისინი მოკლებული იქნებიან იმ ბენეფიტებს, რომელიც შესაძლოა პარლამენტის წევრობას ჰქონდა - მათ შორის ხელფასი, იმუნიტეტი თუ სხვ. არასწორი და მცდარია ნებისმიერი სხვა კონკრეტული ფაქტის მიბმა იმაზე, რომ ჩვენ რეგლამენტს აღვასრულებთ და როდესაც დეპუტატი აცდენს სხდომებს და არ ესწრება, უუქმდება მანდატი“, - განაცხადა წილოსანმა. კითხვაზე, იმიტომ ხომ არ ჩქარობს „ქართული ოცნება“ იმუნიტეტის შეჩერებას, რომ გახარიას ბრალი დაუსწრებლად შეუფარდონ, წილოსანმა უპასუხა, რომ ეს ფორმულირება არასწორია და წესით და რეგლამენტით მოუწია ვადა, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის მანდატის შეწყვეტა განიხილონ. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ კანონის ფარგლებში ჯდება, რომლითაც პარლამენტი ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)