|
2025-06-23 20:46:26, 814 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - აღნიშნული პირები არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და დაისაჯნენ
დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მიესაჯა შესაბამისი სასჯელი, პოლიტიკურია პატიმრობა, როცა პოლიტიკური მიზნებით იჭერენ ადამიანს, ასე მარტივი არც ერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადდება, ისჯება კანონით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პირები არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და დაისაჯნენ. „სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, რადგან მეტი არაფერის იმედი აქვთ, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა. ეს იგივეა, წავიდე, ვიღაცას თავში ჩავარტყა სპეციალურად, რომ დამინახოს და დამიჭირონ იმისთვის, რომ გარეთ არ დამემდგომება. ეს თუ უნდა ვინმეს, ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად, სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? სახელმწიფოს ჩამოქცევა უნდათ. მართლები ვყოფილვართ, როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრობა არის ფრაზა, აბსოლუტურად სპეკულაციური“, – განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)