|
2025-06-15 15:12:17, 957 ნახვა
ეკონომიკა
პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე, გურჯაანში, ქართველი კინოვარსკვლავის სახლ-მუზეუმში პრემია „ელისოს“ დაჯილდოება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ: საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი) ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა - წლის საუკეთესო ფილმი: საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს) საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი) მზია არაბული (გზაჯვარედინზე) საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია) საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს) საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი) ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გახდა მწერალი - ნინო ხარატიშვილი. “ელისოს” არსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინოს მხარდაჭერა. მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ აძლიერებს კინოს ინდუსტრიას, არამედ ქმნის სტიმულს ახალი თაობისთვისაც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)