05:36 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 12:04:51, 1139 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსები გუნდის ეფექტური მართვისა და ლიდერობისთვის

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, წლების განმავლობაში ქმნის და ავითარებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება ან ზრდა სურს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა Businesscourse.ge, რომელმაც 2018 წლიდან ათობით ათას მომხმარებელს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა.

პლატფორმაზე ხელმისაწვდომი კურსების შინაარსი მუდმივად ახლდება — ქვემოთ მოცემული კურსები კი ფოკუსირებულია ლიდერობაზე, გუნდის ეფექტიანად მართვასა და თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე. თითოეული ბიზნესკურსი მზადდება გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობით და  ნებისმიერ მსურველისთვის დისტანციურად არის ხელმისაწვდომია

აუთსორსინგის შესაძლებლობები

თუ გსურთ, რომ თქვენი ყურადღება ბიზნესის სტრატეგიულ ამოცანებზე გადართოთ, ხოლო დანარჩენი ფუნქციების შესრულებაში პროფესიონალური დახმარება მიიღოთ, აუთსორსინგი თქვენთვის შესაფერისი არჩევანია. ამ კურსში ისწავლით, როგორ გადაწყვიტოთ რომელი ამოცანების გადაცემა ღირს გარე გუნდებისთვის, რა სარგებელს გაძლევთ ეს მიდგომა და როგორ უზრუნველყოთ ამ ტიპის პროექტების ეფექტური მართვა. კურსის ავტორია მაია შიშნიაშვილი, საკონსულტაციო კომპანია Innova-ს მმართველი პარტნიორი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესში

თანამშრომელთა მენტალური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება კომპანიის პროდუქტიულობასა და გუნდის საერთო კლიმატზე. ამ კურსში ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ:

  • რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • როგორ ამოიცნოთ მისი პრობლემები;
  • როგორ უმკლავდება ორგანიზმი სტრესს;
  • რა როლი აქვს ძილსა და კვებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაში;
  • როგორ აირიდოთ პროფესიული გადაწვა და გამოიყენოთ ემოციები კარგად ყოფნისთვის და სხვა.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

მომსახურების მართვა

ეფექტური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტული უპირატესობაა. ამ კურსით ისწავლით, როგორ განავითაროთ მომსახურების ხარისხი, როგორ მართოთ მომსახურე პერსონალი და როგორ დანერგოთ მომსახურების მართვის სტრატეგიები კომპანიაში. ამასთან, გაეცნობით მომსახურების 7 ოქროს წესს, რომელიც მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად აუცილებელია. კურსის ავტორია პაატა პაპავა, კომპანია TeamBoat-ის მმართველი პარტნიორი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში

ცვლილებების ეფექტური მართვა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. კურსში ისწავლით, როგორ მოამზადოთ ორგანიზაცია ცვლილებებისთვის, როგორ გადალახოთ წინააღმდეგობები და როგორ გამოიყენოთ ცვლილება როგორც ზრდის შესაძლებლობა. კურსს უძღვება თინათინ რუხაძე, გამოცდილების მქონე მენეჯმენტის კონსულტანტი და ლიდერობის ტრენერი.

დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics