|
2025-06-09 09:32:51, 1170 ნახვა
სამართალი
ბათუმის სასამართლოში, დღეს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება. ორივე სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა, სავარაუდოდ, ჯერ პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გაიმართება, მისი დასრულების შემდეგ კი სასამართლო ამაღლობელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ, სასამართლოს წინაშე, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა გამოკითხვა დაასრულა. ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)