05:46 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 16:57:07, 1065 ნახვა

ეკონომიკა
ვიცი მასწავლებელი, რომელიც... საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში

მასწავლებლების დაფასებისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.

იმ მასწავლებლების დასაფასებლად, რომლებმაც ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, გარდამტეხი როლი შეასრულეს მათ განვითარებასა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, საქართველოს ბანკმა ისთ ფოინთში სპეციალური დაფა განათავსა. აქ ნებისმიერ მსურველს მიეცა შესაძლებლობა,  დაფაზე ცარცით დაეტოვებინა წარწერა, ისე როგორც სკოლაში და გაეხსენებინა საინტერესო, ემოციური, სახალისო და დასამახსოვრებელი ისტორიები მასწავლებლებზე, რომლებიც დღემდე სასიამოვნო, დაუვიწყარ  მოგონებად აქვთ შემონახული.

დაფა 29 მაისს განთავსდა. თუმცა, მათ, ვინც საკუთარი მოგონების დაფაზე დატოვება ვერ შეძლო, აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ისტორია ციფრულ სივრცეში გააცოცხლოს. თუ გსურთ, გააზიაროთ თქვენთვის გამორჩეულ მასწავლებელთან დაკავშირებული მოგონებები, ეწვიეთ ვებგვერდს: mastsavlebeli.bog.ge

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics