|
2025-05-30 14:15:09, 960 ნახვა
სამართალი
თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ანი ქავთარაძეს 5000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებამ სასამართლო პროცესზე დამსწრეების გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულით სასამართლომ შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი, ორივე პირის მიმართ სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა. ადვოკატის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრი გამოხატვის გამო. ადვოკატის განმარტებით, ამ შემთხვევაში, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებას, თუმცა აღნიშნულ საქმეში უტყუარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არც თორნიკე სხციტარიძის და არც ანი ქავთარაძის მხრიდან. შეგახსენებთ, თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თორნიკე სხვიტარიძეს, ასევე ანი ქავთარაძეს პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლით
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)