|
2025-05-29 21:02:26, 1164 ნახვა
სამართალი
ფრანგი ექსპერტის დასკვნა: შსს-მ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ვიდეოებით იმანიპულირა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 ივნისისათვის გადადო მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე. როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, სხდომის გადადების მიზეზი გახდა ავტორიტეტული ფრანგი ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც შსს-ს მიერ მზია ამაღლობელის საქმეში ვიდეომტკიცებულებებით მანიპულირება დადასტურდა. 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარი ჯარიმა დააკისრა. ბათუმელების თანახმად, მოსამართლე დაეყრდნო ე.წ. ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, როგორც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პატიმრობამდე გადაღებული ვიდეო. მზია ამაღლობელის დაცვის მხარე დავობდა, რომ ორი 18-წამიანი ვიდეო გადაღებული იყო არა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს. კვალიფიციურმა ექსპერტიზამ დაცვის მხარის სიმართლე დაადასტურა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)