06:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 12:51:46, 1041 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight Tech გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, განაგრძობს ტექ-ეკოსისტემის მხარდაჭერას. სწორედ ამ მისიას ეხმიანება წლევანდელი ტექნოლოგიური ღონისძიება – Spotlight Tech 2025, რომელიც 25 მაისს, Raddison Blu Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართება.

წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა – „Backstage“ – დამსწრეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ, რა პროცესები უძღვის წარმატებული სტარტაპის შექმნას, როგორ მუშაობენ ინჟინრები ახალი პროდუქტებზე და სხვა.

ღონისძიება აერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ პანელურ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სტარტაპ სამყაროს წარმომადგენლები.

Spotlight Tech-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი, ბანკში ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ გამოცდილებას გააზიარებს. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500 Global in Eurasia-ს მონაწილე, Quissly. Quinssly ელ-კომერციის გვერდებს სთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩათს, რომელიც სტანდარტული ძიების და ფილტრების საჭიროებას აქრობს და მომხმარებელს მაღაზიის კატალოგიდან პერსონიფიცირებულ შეთავაზებებს აწვდის. ცნობისთვის, 500 Global in Eurasia ქვეყანაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Spotlight Tech-ის პლატინუმ სპონსორია Visa;

ოქროს სპონსორი: Lexus;

ღონისძიების პარტნიორები არიან: Kärcher, ავერსი, Coinmania, Tbilisi Hills.

მხარდამჭერები არიან: Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics