10:55 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 13:55:39, 807 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, აქციის დარბევის ღამეს, ქაშვეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი - ნოდარ ცხადაძე გარდაიცვალა.

სუბარის თქმით, აღნიშნული პიროვნება დარბევისას ჩაქოლეს და ამას მოწმეებიც ჰყავს.

სუბარი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ფაქტია შესასწავლი და გამოსაძიებელი.

„26 მაისთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასწავლი, გასარკვევი და გამოსაძიებელია. ახლა მომწერა ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ადამიანმა, რომელიც იქ იდგა 26 მაისს (ადამიანმა, რომელიც მათ შორის, 9 აპრილის აქციაზეც იყო ერთ-ერთი ლიდერი), რომ კიდევ ერთი ადამიანი - ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, 26 მაისს, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს. იმ ღამეს ისიც გარდაიცვალა და ამის მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო. როგორც ჩანს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი.

ხშირად ვიმეორებთ, რომ ასეთი ალყაში მოქცევის მიზანი იყო ხალხის დაშინება, რომ ვერავის ვეღარ გაებედა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
დრონებმა მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რამაც საწყობებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხანძარი გამოიწვია
ტრამპმა მოულოდნელად დაასრულა კემპ დევიდში საარჩევნო კამპანია, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics