|
2025-05-19 12:41:31, 793 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით
ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით. როგორც ჩანს, ბატონ პაატას [ბურჭულაძე] ფონდი „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება და ამას ზოგიერთი მათგანი ადასტურებს. ბოჟაძის შეფასებითვე, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობაზე არ საუბრობს, გარე დავალებებს ელოდება. „დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ცალკე მიიღებს მონაწილეობას თუ ერთიანად, ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ ვთხოვოთ მხარდაჭერა მოქალაქეებს და გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ. გარდა ამისა, ბოჟაძემ შეაფასა პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომელიც არჩევნების ტელეფონებით ჩატარების შესაძლებლობას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ხერხით ტექნიკურადაც წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება და ხმების შეჯამება. „ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით. როგორც ჩანს ბატონ პაატას [ბურჭულაძე] ფონდი “იავნანას” გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება. ტექნიკურადაც წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ხმების შეჯამება და ა.შ. ამიტომ ყველას ვურჩევ, მოემზადონ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე ბოლო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარეთ და ამავე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბრის არჩევნებიც. რაც შეეხება მცდელობას, რომ არჩევნები ან არ ჩატარდეს და ან კენჭისყრის დღეს ხელი შეუშალონ, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და თუ ვინმე 4-ში საბოტაჟს, უბნის არ გახსნას ან არჩევნებში ხელის შეშლას შეეცდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, - განაცხადა ბოჟაძემ. არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები. „ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების” ქაღალდები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)