|
2025-05-15 19:55:24, 1016 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი - საუბარი არის გამოსავალზე, რომ ჩატარდეს მართლა სახალხო არჩევნები
ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში, რადგან ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება , - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრებზე საუბარი მიმდინარეობს იმაზე, თუ რა გამოსავალი უნდა იპოვონ ხელისუფლების ოპონენტებმა დიდი სახალხო არჩევნების ჩასატარებლად. „შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეს ნამდვილად შედგა ერთობა, არა მხოლოდ პარტიების, სამოქალაქო სექტორისაც. როდესაც ხელისუფლება არჩევნებზე საუბრობს, ბუნებრივია, ადამიანები კითხვას სვამენ, რომ ამ პირობებში როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ხომ ვხედავთ, რასაც აკეთებენ, არ სჭირდება ამას დიდი ოპოზიციონერობა, რომ მიხვდე, ხელისუფლება დასავლეთთან მკვეთრად დაპირისპირებულია, ამიტომ, ვკითხულობ, რა დემოკრატიულ არჩევნებზეა საუბარი, ასე ბრეჟნევიც ატარებდა არჩევნებს. ამაზე მიდის ზუსტად მსჯელობა. როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ ის ემზადება არჩევნებისთვის, ბუნებრივია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა, რა დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ყოველ წამს ვიღაცას იჭერენ, სასამართლო არ არის თავისუფალი, დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს. საუბარი არის გამოსავალზე, როგორ მოხდეს ისე, რომ ჩატარდეს მართლა სახალხო არჩევნები და ეს არ იყოს ხელისუფლების არჩევნები. ამაზე მიდის მსჯელობა, ეს არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად ამიტომ არის ეს შეხვედრები, დღეს მესამე შეხვედრაა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა დღეს იყო, გამოიკვეთა ის აზრი, რომ ამ ხელისუფლებას არ შეიძლება შეჰყვე არჩევნებში იმიტომ, რომ ეს არ არის დემოკრატიული მექანიზმით მომუშავე ხელისუფლება“, - განაცხადა ჩარკვიანმა. კითხვაზე, აღნიშნული ოპოზიციური ერთობა გაემიჯნა თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმას, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ლიდერად ვერ გამოიკვეთა. „თქვენ გახსოვთ 31 მარტი, მე ვფიქრობ, ქალბატონი სალომე ლიდერად ვერ გამოიკვეთა. ჩემგან ეს საწყენი არ იქნება, ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს მის მიმართ უპატივცემულობას. თუ გახსოვთ, მაშინ ხალხის მოთხოვნა იყო არდაშლა და პაატა ბურჭულაძეს მოუწია მიკროფონთან მისვლა. ეს იყო შეკრება, სადაც პარტიები არაფერს არ მართავენ. ახალგაზრდები ბევრნი იყვნენ და მე ეს მომეწონა ზუსტად, რომ დომინანტი ერთი პარტია არ იყო“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
დრონებმა მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რამაც საწყობებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხანძარი გამოიწვია
ტრამპმა მოულოდნელად დაასრულა კემპ დევიდში საარჩევნო კამპანია, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)